777 ახალი შემთხვევა, 9 გარდაცვლილი - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

09.04.21 11:00
777 ახალი შემთხვევა, 9 გარდაცვლილი - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება - ბოლო 24 საათში COVID-19ით 777 ადამიანი დაინფიცირდა, 9 პირი კი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 342 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.12%, ბოლო 14 დღის - 2.09%, ბოლო 7 დღის - 2.47 %.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 578 ტესტი, მათ შორის 24 438 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 140 PCR ტესტით.

ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან თბილისში 430 გამოვლინდა, აჭარაში - 62, იმერეთში - 50, ქვემო ქართლში - 29, შიდა ქართლში - 29, გურიაში - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 91, კახეთში - 32, მცხეთა-მთიანეთში - 17, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 10.

 

მსგავსი სიახლეები