საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 271379 , ბოლო 24 საათში - 461
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 265686 , ბოლო 24 საათში - 163
- მათ შორის გარდაცვლილი - 3532 , ბოლო 24 საათში - 12
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 22900, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 16895, PCR ტესტით - 6005
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,01%, ბოლო 14 დღის - 1,78%, ბოლო 7 დღის - 1,4%
- კარანტინის რეჟიმში - 237
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1471
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 149
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა. Covid-19-ით გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი.