კორონავირუსი ,,ქართული ოცნების" კიდევ ერთ დეპუტატს დაუდასტურდა
"ქართული ოცნების" დეპუტატს, ნოდარ ტურძელაძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ვაკის მაჟორიტარი ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დეპუტატებს: მამუკა მდინარაძეს, ირაკლი ზარქუას, ირაკლი მეძმარიაშვილს, ბექა დავითულიანსა და მაია მენაღარიშვილს დაუდასტურდათ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო 342 პირი გამოჯანმრთელდა.