506 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 285 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,96%-ია, ბოლო 14 დღის კი - 2,16%, ბოლო 7 დღის - 2,49%.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 135 მილიონს გადააჭარბა, 2.9 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.