707 ახალი შემთხვევა, 8 გარდაცვლილი - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 592 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 პაციენტი კი გარდაიცვალა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.85%-ია. ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი კი 2.26% გახდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 135 მილიონს გადააჭარბა, 2.9 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.