359 ახალი შემთხვევა, 6 გარდაცვლილი - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,62% %-ია. ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი კი 2,31 % გახდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 135 მილიონს გადააჭარბა, 2.9 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.