კორონავირუსის მესამე ტალღა - მთავრობის მიერ შეძენილი ჩინური ვაქცინა არაეფექტურია

12.04.21 11:33
კორონავირუსის მესამე ტალღა  - მთავრობის მიერ შეძენილი ჩინური ვაქცინა არაეფექტურია

საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ექსპერტები ამბობენ, რომ მესამე ტალღა პირველ ორ ტალღასთან შედარებით უფრო აგრესიული იქნება, რადგან ეს ბრიტანეთიდან შემოსული ახალი შტამია. 

მძიმე ეპიდვითარებაში ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყნის ჩაკეტვა და საყოველთაო აკრძალვები თავიდან ავიცილოთ, ვაქცინაციაა, თუმცა ვაქცინების საჭირო რაოდენობა არ გვაქვს.

ასევე, ირკვევა, რომ ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიძინა - უვარგისია.  ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თავად აღიარა, რომ პრეპარატი არაეფექტურია. ბოლო კლინიკური კვლევების თანახმად, ვაქცინის ეფექტურობა 50%-ია. 

 

ამის მიუხედავად, „ქართულ ოცნებაში“  “Sinopharm”-თან დაკავშირებით ამბობენ, რომ ეს  მხოლოდ ჩინეთის ერთ-ერთი უწყების დასკვნაა, რომელიც ბევრს არაფერს ნიშნავს. მმართველი გუნდის წევრი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მსოფლიოში ვაქცინების ომია.

ჩემი აზრით, ეს ვაქცინების ომია, იმიტომ, რომ ”Astra Zeneka”-ც ასე იყო. ძალიან დიდი ინტერესების გადაკვეთაა. ჯანდაცვის საკითხს გასცდა ვაქცინების საკითხი და გახდა უკვე პოლიტიკური, ფინანსური და არ ვიცი, ნახევრად კრიმინალური სფეროს მოქმედების ქვეშ. ჩინურ ვაქცინაზე  ასე არ ვიტყოდი, რომ თვითონ ჩინეთის მიერ არის დაწუნებული. ეს არის ერთ-ერთი მათი უწყების ნათქვამი. ახლა ჩვენი ინსტრუმენტი რჩება ისევ ის, მობილობის შემცირება და ვაქცინაცია, - ამბობს სერგეენკო. 

ჯერჯერობით უცნობია, როგორ იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  ოფიციალური დასკვნა ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უცნობია გამოიყენებს თუ არა აღნიშნულ ვაქცინას ჯანდაცვის სამინიასტრო მოსახლეობის ასაცრელად. 
 

მსგავსი სიახლეები