ეპიდსიტუაცია რთულდება, დაწყებულია მესამე ტალღა - ამირან გამყრელიძე

12.04.21 14:07
ეპიდსიტუაცია რთულდება, დაწყებულია მესამე ტალღა  - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაცია რთულდება და დაწყებულია მესამე ტალღა. ამის შესახებ გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება, თუმცა შესაძლოა, ვირუსის საყოველთაო გავრცელება დაიწყოს. 

მესამე ტალღა ბევრ ქვეყანაში დაწყებულია და ჩვენთანაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწყო. ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი გაზრდილია. თუ ეს 2 კვირის წინ იყო 9-10-ის ფარგლებში დღეს არის 16-17. გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი, გუშინ ჩატარდა 14 ათასამდე ტესტი და გვაქვს 359 ახალი შემთხვევა...ყველა ინდიკატორი გაუარესებულია. ბოლო ორ კვირაში წინა 2 კვირასთან შედარებით გვაქვს უფრო მეტი დადებითი შემთხვევა, ეს მიუთითებს, რომ ეპიდსიტუაცია სამწუხაროდ გაუარესებულია. ეპიდსიტუაცია რთულდება. გვაქვს დაახლოებით 17-მდე კლასტერული აფეთქება, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის ნიშანი იმისა, რომ თუ არ მივყევით რეკომენდაციებს, შეიძლება, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება, - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  359  ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  526 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი  2,62%  %-ია. ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი კი  2,31 % გახდა.

მსგავსი სიახლეები