თუ რეკომენდაციებს დავიცავთ, ივნისში უფრო მეტად დამშვიდებულები შევალთ - ამირან გამყრელიძე

12.04.21 14:30
თუ  რეკომენდაციებს დავიცავთ, ივნისში უფრო მეტად დამშვიდებულები შევალთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, თუკი მოსახლეობა რეკომენდაციებს დაიცავს, ივნისში ეპიდსიტუაცია უკეთესი იქნება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

ყველას მოვუწოდებ რეკომენდაციების დაცვისაკენ. თავი უნდა შევიკავოთ როგორმე წვეულებებისგან და უნდა გავაქტიურდეთ ვაქცინაციაზე. ამ დონეზე ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. თუკი აპრილსა და მაისს იმ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, როგორიც დღეს გვაქვს, მაშინ თბილ ამინდში, ივნისში, უფრო მეტად დამშვიდებულები შევალთ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  359  ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  526 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები