ჯანდაცვა ჯანმოს დასკვნას არ ელოდება - საქართველოში შესაძლოა, "სინოფარმით" აცრა დაიწყონ

ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაოეხმაურნენ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ინფორმაცია არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. მისი თქმით, საქმე არა „სინოფარმის“, არამედ „სინოვაკის“ ვაქცინას ეხებოდა.
რაც შეეხება, "სინოფარმის" ვაქცინას, გამყრელიძის თქმით, მისი ეფექტურობა 76%-დან 85% მდეა. ამირან გამყრელიძემ დღეს ღიად თქვა, რომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა იქნება საქართველომ შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ დაელოდოს და ჩინური პრეპარატით მოსახლეობის აცრა დაიწყოს.
საერთაშორისო ბაზარზე არის ჩინური ორი ვაქცინა. სინოფარმი და სინოვაკი, რომლებიც ავტორიზირებული არიან ჩინეთის მარეგულირებლის მიერ. ასევე, ამ ვაქცინის უკვე დაახლოებით 160 მილიონი დოზა არის მსოფლიოში გამოყენებული. ჩინეთის CDC-ს დირექტორმა განაცხადა, რომ დღევანდელი ვაქცინები გამოიყენებიან ყველა გადაუდებელი მდგომარეობების დროს, ანუ პანდემიაა. მათ დაცვის ეფექტი არის სხვა და სხვა. სინოფარმი, რომელიც დღეს საქართველოში შემოსულია, მისი ეფექტურობა მერყეობს 79-დან 86 % ფარგლებლში. კოვიდის ვაქცინები არეცრთი დაწყებული ფაიზერიდან თუ სხვა ას პროცენტით არც ერთი იცავს დაინფიცირებისგან. მათი ძირითადი დანიშნულებაა დაიცვან ადამიანები სასიკვდილო გართულებებისგან, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს დაადასტურეს, რომ ქვეყანაში მესამე ტალღა დაიწყო. ექსპერტების თქმით, შემთხვევების უმეტესობა ახალი ბრიტანული შტამია, რომელიც 70 %-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.