კანონი უნდა აღსრულდეს - ვოლსკი ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებაზე

13.04.21 16:52
კანონი უნდა აღსრულდეს - ვოლსკი ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებაზე

ნიკა მელიას პატიმრობით „ქართულ ოცნებას“ არავითარი დივიდენდი არ მოაქვს, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ, განაცხადა. საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლე  ნინო ჩახნაშვილმა ოპოზიციონერი ლიდერი პატიმრობაში დატოვა. ვოლსკი ნიკა მელიას ადვოკატებს პარტიულ ადვოკატურას უწოდებს და ამბობს, რომ ოპონენტების მიზანი სახელმწიფო სტრუქტურების დაუმორჩილებლობაა.

ბევრჯერ მითქვამს, რომ არავითარი პოლიტიკური დივიდენდი „ქართულ ოცნებისთვის“ ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკური დამოკიდებულება ერთია, მაგრამ სამართლებრივი მხარე ამისი გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს და ამ პროცედურებთან დაკავშირებით თქვენთვის ცნობილია. ადვოკატების პოზიციაა, პარტიული ადვოკატურაა, ახლა ეგენიც არ არიან დამოუკიდებელი ადვოკატები, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა გაცილებით მეტ ზიანს მოუტანს არა მარტო ოპონენტ „ქართულ ოცნებას“ არამედ, საზოგადოებაში უფორ მეტ დაძაბულობას შექმნის. ასე რომ, ამ ვითარებაში  სამართლებრივ ველზე ერთმანეთს ეჯახება გარკვეული პოლიტიკური შეხედულებები. მე გამაჩნია ასეთი შეხედულება, რომ კანონი უნდა აღსრულდეს.  ჩვენი ოპონენტების შეხედულებაა, რომ კანონის აღსრულება სწორედაც ეწინააღმდეგება მათ იდეას. იდეა არის შემდეგში, არ არსებობს კანონი, არ არსებობს სასამართლო და სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც შეიძლება, დაემორჩილო, - განაცხადა ვოლსკიმ.