ნიღაბი ყველასთვის იაფია, 10-12 ლარი ღირს ჩვენი სიცოცხლე - ივანე ჩხაიძე

14.04.21 11:38
ნიღაბი ყველასთვის იაფია, 10-12 ლარი ღირს ჩვენი სიცოცხლე - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე, ამბობს, რომ ნიღბის ტარებით შესაძლებელია კორონავირუსის კატასტროფული ზრდის შეჩერება. ჩხაიძე აცხადებს, რომ პირბადე ყველასთვის იაფია და  თვეში 10-12 ლარი ღირს. 

ჯერ ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია კატასტროფული ციფრების თავიდან აცილება, ნიღბის ტარების უნივერსალური მაჩვენებელი აუცილებლად უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე ეხლა გვაქვს, ნიღბის ტარება იმდენად მარტივია და იმდენად იაფი თითოეული ადამიანისთვის, თუ დათვლით ნიღბის ფასს და ჩავთვლით, რომ დღეში 2 ნიღაბი მაინც უნდა გამოიცვალოთ, თვის განმავლობაში ეს არის 10-12 ლარი, 10-12 ლარი ღირს ეხლა ჩვენი სიცოცხლე ,"- ამბობს ივანე ჩხაიძე. 

 

მსგავსი სიახლეები