1077 ახალი შემთხვევა ერთ დღეში - კორონავირუსის სტატისტიკა იზრდება

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 442 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 645 ტესტი, მათ შორის 20 727 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 918 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბოლო ინფორმაციით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.4 %-ა, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.04 %.