ევროპარლამენტის რეზოლუცია ქართველი ხალის შეურაცხყოფაა და მას პასუხი გაეცემა - კახა კალაძე

პრემიერის შემდეგ თბილისის მერი - სტრატეგიული პარტნიორების უმწვავეს გზავნილებს ,,ოცნების" გუნდი შანტაჟით პასუხობს.
ფარდა აეხდება, ყველაფერს ვიტყვით, პასუხი გაეცემა - ამ სიტყვებით ცდილობდა დღეს ,,ოცნების" გენმდივანი, კახა კალაძე, ამერიკელი კონგრესმენის კრიტიკა თავიდან აერიდებინა.
კახი კალაძე ,,ოცნების" მესიჯ ბოქსს იმეორებს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას საკადრის პასუხს გასცემენ.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის საკითხს, დედაქალაქის მერს მიაჩნია, რომ ევროპა დადებით პასუხს მოგვცემს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ გზას მაინც გააგრძელებს.
ყველაფერს აეხდება ფარდა და ყველაფერს ვიტყვით, რაც ხდება. რეზოლუციის მიღება არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქართველი ხალხის და ამ ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი.
რაც შეეხება მოლოდინებს, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს სტატუსი მიიღოს ქვეყანამ. თუ გადაწყვეტილება იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ გზას ევროინტეგრაციისკენ იმისთვის, რომ მოვხვდეთ ევროპის დიდ ოჯახში, თუმცა, მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი - განაცხადა კახა კალაძემ.