საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 119 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში :
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 271 739;
- გამოჯანმრთელებულია - 265 805;
- გარდაცვლილია - 3 541;
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 25 349, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14 742, PCR ტესტით - 10 607
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,42%, ბოლო 14 დღის - 1,7%; ბოლო 7 დღის - 1,3%;
- კარანტინის რეჟიმში - 258
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 477
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 151
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა. Covid-19-ით გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი.