ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია 27 აპრილიდან დაიწყება - საქართველოს ჯანმოს დასკვნას არ ელოდება

16.04.21 17:28
ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია 27 აპრილიდან დაიწყება - საქართველოს ჯანმოს დასკვნას არ ელოდება

ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია 27 აპრილიდან დაიწყება - საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნას არ ელოდება.  ჯანდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილებას გაუარესებული ეპიდვითარებით ხსნიან.  

არსებული ინფორმაციით, ჩინური ვაქცინით აცრის უფლება შესაძლოა, მხოლოდ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს მისცენ. 

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინური ვაქცინა უსაფრთხოა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ამ დროისათვის ჩინური ვაქცინის კვლევები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მან აღიარება მოიპოვოს. 

დღევანდელი ეპიდემიური ვითარება და ის, რომ "ასტრა ზენეკას" არჩევანი გვაქვს მხოლოდ 55 წლის ზემოთ ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, რომ დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო იმისთვის, რომ ვაქცინის სრული აღიარება თუ არ მოხდა აპრილის ბოლოს, ამან კიდევ არ შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ამდენად, ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაებს, ავტორიზაცია დაგეგმილია აპრილის ბოლოსთის და ვაქცინის ადმინისტრირება ქვეყანაშ დაიწყება მაისის დასაწყისისთვის, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. 

ჩინური „სინოფარმით „ ვაქცინაცია ამ დროისათვის მსოფლიოს 33 ქვეყანაში მიმდინარეობს. 
 

მსგავსი სიახლეები