სად არის ვაქცინა? - ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია გაიმართება

სად არის ვაქცინა? - ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეები დღეს კანცელარიასთან აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეებს აინტერესებთ, რატომ აგვიანებს ვაქცინა საქართველოში მაშინ, როდესაც ვაქცინაციის პროცესი ნიგერიაში, ანგოლაში, ზიმბამბვესა და ბანგალადეშშიც კი დაწყებულია.
აქციის მონაწილეების განმარტებით, აქცია მდუმარე იქნება, სადაც დაისმევა მთავარი შეკითხვა: სად არის ვაქცინა?
ერთ საათში გაიმართება კანცელარიასთან აქცია. ეს იქნება მდუმარე აქცია. ამ აქციაზე არ იქნება შეძახილები, არ იქნება მოწოდებები, ეს იქნება მოთხოვნა, სად არის ვაქცინა? და ამავე აქციაზე გაეცემა პასუხი კითხვას, სად არის ვაქცინა. აქცია გაიმართება 15-20 წუთის განმავლობაში მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მთავრობას, რომელიც არც ისე უნიათოა, როგორც აღმოჩნდა. გუშინ ვიხილეთ ეთერში, რომ დიახ, ჩვენს მიერ დაანონსებული კორუფციული სქემა მართალი იყო. ბატონი მუშკეტერი გამოვიდა წყობიდან, იმიტომ, რომ მან ვერ იშოვა რამდენიმე მილიონი ვაქცინა, - აცხადებს გენეტიკის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე.
ოპოზიცია და ჯანდაცვის ეპქერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის მძიმე და ლეტალურ შედეგებზე პასუხიმგებლობა პირადად ეკატერინე ტიკარაძემ უნდა აიღოს.