ვაქცინაცია დროებით შეჩერდება - მიზეზი არდადეგებია

17.04.21 19:05
ვაქცინაცია დროებით შეჩერდება - მიზეზი არდადეგებია

30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამის მიზეზად სააღდგომო არდადეგებს ასახელებს.

Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს. გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო",– ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში.