818 ახალი შემთხვევა, 14 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა
ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 14 პაციენტი გარდაიცვალა.783 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3939 გახდა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 4,35%-ია , ბოლო 14 დღის - 2,98%.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 140 მილიონს გადააჭარბა, 2.9 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.