გადადგეს დავით მჭედლიშვილი, ქობულეთი არ იმსახურებს ასეთ საკრებულოს თავმჯდომარეს - ოპოზიცია

08.07.22 13:49
გადადგეს დავით მჭედლიშვილი, ქობულეთი არ იმსახურებს ასეთ საკრებულოს თავმჯდომარეს - ოპოზიცია

ქობულეთში საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. ტოტალური ტერორისა და 3 ივლისის აქციაზე წასვლის მსურველი საჯარო მოხელეების მიმართ მუქარის გამო დავით მჭედლიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს - ამბობს ოპოზიცია.

ერთ-ერთი მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, სადაც დავით მჭედლიშვილი ადასტურებს ფაქტს, რომ თანამშრომლები კონტროლქვეშ ჰყავს. აგრეთვე, თუ ისინი 3 ივლისის აქციაზე წავიდოდნენ, დაკარგავდნენ სამსახურს. 

გვინდა, მოვუწოდოთ დავით მჭედლიშვილს, დატოვოს აღნიშნული თანამდებობა!

საზოგადოებას ახსოვს მსგავსი ფაქტები, როცა მსგავსი შემთხვევები ყოფილა ,,ქართული ოცნების" მხრიდან, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია და პროკურატურა თავისი დუმილით ასეთ მოძალადე ადამიანებს ახალისებს. 

მოვუწოდებ ქობულეთელებს, თქვენ არ იმსახურებთ ასეთ ლიდერს. ის არის ჩვეულებრივი მოძალადე ზონდერ პოლიტიკოსი - აცხადებს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი. 

ქობულეთის საკრებულოს თავმჯომარე თავად აღიარებდა, რომ კონტროლზე ჰყავდა აყვანილი აქციაზე წასვლის ყველა მსურველი და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა, რომ თბილისში დაგეგმილ აქციაზე წავიდნენ, ყველას ახნსა-განმარტების ბარათებს დააწერინებდნენ და შესაძლოა, სამსახურიდანაც გაეშვათ. 

მსგავსი სიახლეები