578 ახალი შემთხვევა, 10 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 659 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 5,93%-მდე გაიზარდა, ბოლო 14 დღის - 3,06%-ია.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 140 მილიონს გადააჭარბა, 2.9 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.