1000-ზე მეტი კომენტარი და უმეტესად სალანძღავი შინაარსის - თავდასხმების სერია სამადაშვილზე

1000-ზე მეტი კომენტარი სოციალურ ქსელში - სალომე სამადაშვილი საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. ამის მიზეზი ,,ენმ"-ს წევრის გადაწყვეტილება გახდა, როდესაც მან პარტიის აზრი არ გაითვალისწინა და შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს დამოუკიდებლად მოაწერა ხელი.
სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ,,ენმ"-ს პოზიცია ინფანტილურად გამოიყურება. პოსტს უამრავი კომენტარი მოჰყვა, საიდანაც უმეტესი სალანძღავი შინაარსის იყო.
,,ენმ"-ს ხმებით მოპოვებულ მანდატსაც თუ გაემიჯნები, კარგი იქნება. აი შემდეგ არჩევნებზე კი რასაც აიღებ, ერთად დავითვლით, -წერენ კომენტარებში.