ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

20.04.21 14:33
ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში გადავიდა. 

მსგავსი სიახლეები