1310 ახალი შემთხვევა, 12 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 632 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 ადამიანი გარდაიცვალა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,33%-ია, ბოლო 14 დღის -3,38%-ია.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 140 მილიონს გადააჭარბა, 2.9 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.