საქართველოში კორონავირუის ტესტების დეფიციტია - ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას ვერ ხედავს

22.04.21 13:44
საქართველოში კორონავირუის ტესტების დეფიციტია - ჯანდაცვის სამინისტრო  პრობლემას  ვერ ხედავს

საქართველოში კორონავირუის ტესტების დეფიციტია. ამ დროისათის ქვეყანაში სულ 27 ათასამდე ანტიგენზე დაფუძნებული ტესტია, რაც რამდენიმე დღის სამყოფია.  ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ტესტების სწრაფი შესყიდვების გზით შესაძენად 2 მილიონ 122 ათასი  ლარი გადარიცხა, რაც კორუფციის შესაძლებლობას ზრდის.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ვახტანგ კალოიანი, პროცესის ცუდად დაგეგმარებაზე საუბრობს. მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენა ვეღარ მოხერხდეს. 

ცნობილი გახდა, დოკუმენტებით დადასტურებული, რომ საქართველოში არის საკმაოდ დიდი დეფიციტი ანტიგენ ბაზირებული ტესტების. სულ 25 ათასი გვაქვს დარჩენილი და ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს სწრაფი შესყიდვის წესით მის შემოტანას, რაც საკმაოდ სახიფათოა, ამ გაზრდილი რაოდენობის  გათვალისწინებით. 25 ათასი არის სულ რამდენიმე დღის საჭირო დოზა. მსგავსი დეფიციტების შექმნა არის ძალიან სახიფათო და ის მიუთითებს პროცესის ძალიან ცუდ დაგეგმვაზე. შეიძლება, აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, რომ ვერ მოვახერხებთ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ეს პრობლემა, დაგეგმოს სწორად ისე, რომ ყოველთვიურად არ მოგვიწიოს ამის შესყდვა, - განაცხადა  კალოიანმა. 

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტესტების მარაგი ბუნებრივად იწურება და ივსება და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს. 

მარაგები სისტემატიურად იწურება და ივსება. სამინისტრომ შეიძინა მილიონი ტესტი, რომელიც ჩამოვა ქვეყანაში მომდევნო კვირაში და არანაირი შეფერხება ტესტირების პროგრამაში არ მოხდება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. 
 

მსგავსი სიახლეები