Johnson & Johnson-ით ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს - აშშ-ს CDC

24.04.21 14:00
Johnson & Johnson-ით ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს - აშშ-ს CDC

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, Johnson & Johnson-ის ვაქცინა უსაფრთხოა და მისი გამოყენება უნდა გაგრძელდეს.

აშშ-ში  Johnson & Johnson-ით ვაქცინაციის პროცესი 10 დღით იყო შეჩერებული, იმისთვის რომ დაედგინათ ვაქცინის კავშირი თრობის შემთხვევებთან. სპეციალისტები 6 შემთხვევას იკვლევდნენ, რა დროსაც ვაქცინაციის შემდეგ თრომბოებოლია განვითარდა. 

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თრომბის განვითარების შანსი ძალიან დაბალია, თუმცა FDA და CDC რისკის კვლევას კვლავ განაგრძობენ. 

"სიღრმისეულ ანალიზზე დაყრდნობით, არის სავარაუდო კავშირი ვაქცინასა და თრომბს შორის, თუმცა რისკი ძალიან დაბალია"- აცხადებს CDC.

 

მსგავსი სიახლეები