ვცდილობთ, კორონავირუსის ინდური შტამის შემოსვლა გადავადდეს - გამყრელიძე

25.04.21 20:02
ვცდილობთ, კორონავირუსის ინდური შტამის შემოსვლა გადავადდეს - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის საქართველოში შემოსვლის შანსი დიდია. გამყრელიძის თქმით, სპეციალისტები მუშაობენ, რომ შტამი ქვეყანაში რაც შეიძლება გვიან შემოვიდეს.

იმის ალბათობა, რომ სხვა შტამებიც გაჩნდეს და შემოვიდეს ქვეყანაში, დიდია. ინდოეთში ხომ ხედავთ, რაც ხდება, ძალიან სწრაფი გავრცელებაა. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ამ შტამის ქვეყანაში შემოსვლა გადავადდეს და პრევენცია მოხდეს", - ამბობს გამყრელიძე.

ინდური შტამი სხვა შტამებისგან იმით განსხვავდება, რომ რეკორდულად სწრაფად ვრცელდება. მხოლოდ ინდოეთში, 4 დღეში ამ შტამით 1 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.ე.წ. ინდური შტამი უკვე 6 ქვეყანაში დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები