სააღდგომოდ უნდა გამკაცრდეს კონტროლი - ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს და მნიშვნელოვანია უკვე არსებულ წესებზე კონტროლის გამკაცრება. ჯანდაცვის ექსპერტის, ვატო სურგულაძის, აზრით, სააღდგომოდ ეკლესიასა და სასაფლაობზე წესების კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
უნდა იყოს ძალიან გამკაცრებული არა შეზღუდვები, არამედ გამკაცრებული უნდა იყოს კონტროლი. რიტუალებიც ადვილი საკონტროლებელია ეკლესიაში, აქაც უნდა იყოს მაკონტროლებელი ადამიანი. იქ დაწყება ღრეობის უნდა იყოს ძალიან შეზღუდული", - ამბობს ვატო სურგულაძე.
რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სააღდგომოდ განსაკუთრებულ შეზღუდვებს არ უნდა ველოდოთ, თუმცა უცნობია, რა სახის შეზღუდვები დაწესდება კონკრეტულად.