აჭარაში კოვიდინფიცირების რიცხვი მატულობს - დახურულია 13 სკოლა და 6 ბაღი

აჭარაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში დახურულია 13 სკოლა, 24 კლასი ონლაინსწავლებაზეა გადასული. დაიკეტა 6 საბავშვო ბაღი.
დღეს რეგიონში 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 121 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება
8 პაციენტი.
რაც შეეხება აცრების მაჩვენებელს - რეგიონში სულ 3343 ადამიანია აცრილი. მათგან 2058 ფაიზერის ვაქცინით, ხოლო 1285 ასტრაზენეკათი აიცრა.