საქართველოში COVID-19-ის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 12 პაციენტი.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 271 872;
- გამოჯანმრთელებულია - 266 081;
- გარდაცვლილია - 3 553
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 10 678, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5 456; PCR ტესტით - 5 222
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,25%, ბოლო 14 დღის - 1,65%; ბოლო 7 დღის - 1,25%;
- კარანტინის რეჟიმში - 316
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 426
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 150
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა. Covid-19-ით გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი.