გეგმა გვაქვს 10 მაისამდე 6 ათასი საწოლის მობილიზება - გაბუნია

26.04.21 16:23
გეგმა გვაქვს 10 მაისამდე 6 ათასი საწოლის მობილიზება - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით საწოლების რაოდენობა ყველა პაციენტისთვის საკმარისია, თუმცა მიმდინარეობს დამატებითი საწოლების მობილიზება. გაბუნიას თქმით, გეგმის მიხედვით, 6 ათასი საწოლის მობილიზება 10 მაისამდე უნდა მოხდეს. 

დღეის მდგომარეობით 3 700 პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში. მიდის მუშაობა დამატებითი კლინიკების მობილიზებაზე. გეგმა გვაქვს 10 მაისამდე 6 ათასი საწოლის მობილიზება. აქტიური შემთხვევები არის 14 ათასამდე. მეორე ტალღის დროს იყო 31 ათასი მაქსიმუმი. მაქსიმალური დატვირთვის პირობებში 7 500 საწოლის მობილიზებაა საჭირო, დღეს რა საწოლფონდიც გვაქვს, არის სრულიად საკმარისი. მარაგები საკმარისია იმისთვის, რომ ყველა პაციენტმა მიღოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება," - თქვა თამარ გაბუნიამ. 

მსგავსი სიახლეები