საქართველოში კოვიდპასპორტები ამოქმედდება

26.04.21 16:34
საქართველოში კოვიდპასპორტები ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ადასტურებს, რომ საქართველოში მალე შესაძლოა, კოვიპასპორტები გაიცეს. გაბუნიას თქმით, სამინისტრო უკვე იმ პარამეტრებს განიხილავს, რომელიც კოვიდპასპორტში უნდა შევიდეს. 

კოვიდპასპორტებს ნამვდილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში. ეს იქნება ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და პისიარ ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც,”- განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები