ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაცია იწყება - რეგისტრაცია დღეიდან 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეეძლებათ

27.04.21 13:06
ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაცია იწყება - რეგისტრაცია დღეიდან 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეეძლებათ

ჩინური "სინოფარმით" რეგისტრაცია იწყება. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, რომ რეგისტრაცია  18 წელს ზემოთ მოქალაქეებს დღეიდან შეეძლებათ. 

გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის გაიხსნება 8 საათზე პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველია არაერთი კვლევა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის "სინოფარმი" უსაფრთხოა," -  თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები