1551 ახალი შემთხვევა, 17 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი კი გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,26% გახდა, ბოლო 2 კვირის კი - 4,39%-ია.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 140 მილიონს გადააჭარბა, 2.9 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.