ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა, კომენდანტის საათი მოიხსნას

შესაძლოა, იმ პირებისთვის, ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნებათ გაკეთებული, კომენდანტის საათი მოიხსნას. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოში იმსჯელებენ, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის შეზღუდვებზე შეღავათები დაწესდეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი აპირებს, მომავალ კვირაში შესაბამისი ინიციატივით შევიდეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი შეღავათები შეზღუდვების პერიოდში ჰქონდეთ. ამაზე ვმუშაობთ. კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, იგივე უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი, სხვა ინიციატივები, რომელზეც ვმუშაობთ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნეს აცრილი. ამ ადამიანებს, ვინც ორჯერ არის აცრილი, მთელ რიგ ქვეყნებში, გარე სივრცეში პირბადე არ მოეთხოვებათ, მაგრამ მოეთხოვებათ შიდა სივრცეებში. პანდემია აცრის გარეშე არ დამთავრდება, რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით სწრაფად დაესმევა წერტილი ეპიდემიას", - თქვა გამყრელიძემ.