1433 ახალი შემთხვევა, 18 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 ადამიანი კი გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,94%-ია, ბოლო 2 კვირის კი - 4,54 -ია.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 140 მილიონს გადააჭარბა, 2.9 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.