ბათუმში, კოვიდ სასტუმროში, 55 წლის ქალი გარდაიცვალა

01.05.21 17:15
ბათუმში, კოვიდ სასტუმროში, 55 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, კოვიდ სასტუმროში, 55 წლის ქალი გარდაიცვალა. "პირველების" ინფორმაციით, ინფიცირებული კლინიკიდან სასტუმროში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

ოჯახი მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ ქალი ბოლო პერიოდში თავს კარგად გრძნობდა. 

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

მსგავსი სიახლეები