"ლელოს" ბათუმის ორგანიზაციის მენეჯერი Covid 19-ით გარდაიცვალა

02.05.21 17:50
"ლელოს" ბათუმის ორგანიზაციის მენეჯერი Covid 19-ით გარდაიცვალა

"ლელოს" ბათუმის ორგანიზაციის ოფის-მენეჯერი, ირმა გოგიტიძე, კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. ინფორმაცია "ლელომ" გაავრცელა.

ირმა ერთ-ერთი პირველი ,,ლელოელი", ჩვენი აქტიური წევრი და აჭარაში პირველი ოფიციალური თანამშრომელი იყო.

ირმა გოგიტიძე ჩვენს გუნდს მაშინ შემოუერთდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიყავით პარტია, საზოგადოებრივ მოძრაობას ვქმნიდით და პირველ ნაბიჯებს ვდგამდით.
"ლელოს" სახელით გვსურს, მივუსამძიმროთ მის ოჯახს და თანამებრძოლებს. ირმას გარდაცვალებამ ყველას გული გვატკინა.", - ნათქვამია "ლელოს" სამძიმრის წერილში.