ბათუმში კორონავირუსს 34 წლის ქალი ემსხვერპლა

03.05.21 13:52
ბათუმში კორონავირუსს 34 წლის ქალი ემსხვერპლა

ბათუმში კორონავირუსს 34 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ფაქტი "პირველებს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

პაციენტი კლინიკა "ბი-ემსიში" 8 აპრილიდან მკურნალობდა.  უწყების ცნობით, პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა - ეპილეფსია, გადატანილი მენინგიტი, თირკმლის უკმარისობა, პნევმონია.

პაციენტს  მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში უტარდებოდა, სადაც განუვითარდა თავის ტვინის ინფარქტი, ქვემო კიდურების ღრმა სისხლძარღვების ფლებიტი და თრომბოფლებიტი. მიუხადავად ჩატარებული ადეკვატური მკურნალობისა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა"- აცხადებენ სამინისტროში. 

მსგავსი სიახლეები