ამირან გამყრელიძე "სინოფარმით" აიცრა

04.05.21 10:05
ამირან გამყრელიძე "სინოფარმით" აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დღეს „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. გამყრელიძემ იმუნიზაციის პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიარა.

„სინოფარმს“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ გაუვლია. მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება სავარაუდოდ, 5 მაისამდე გახდება ცნობილი.

ამ დროისათვის კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაში გამოიყენება. 
 

მსგავსი სიახლეები