არჩევნებამდე დაპირისპირებამ ენმ-ში გურიაშიც იფეთქა - ერთმანეთს ოზურგეთის საკრებულოს წევრები უპირისპირდებიან

18.01.23 13:25
არჩევნებამდე დაპირისპირებამ ენმ-ში გურიაშიც იფეთქა - ერთმანეთს ოზურგეთის საკრებულოს წევრები უპირისპირდებიან

აჭარის შემდეგ ახალმა დაპირისპირებამ "ნაციონალურ მოძრაობაში" გურიაშიც იფეთქა. მოახლოებული არჩევნების წინ ერთმანეთს ოზურგეთის საკრებულოს წევრები უპირისპირდებიან.

კონფლიქტის მიზეზი დღეს გამართული ბრიფინგია, სადაც საკრებულოს წევრების ნაწილმა ღია  მხარდაჭერა  ნიკა მელიას გამოუცხადა, რასაც ხაბეიშვილის ფლანგის გაღიზიანება მოყვა.

თათა ნიკოლაშვილი ამბობს, რომ ბრიფინგზე არ ჰქონდათ იმის უფლება, რომ რაიონული ორგანიზაციის სახელით ესაუბრათ და სხვების სახელით დაეჭირათ მხარი ნიკა მელიასთავის, მაშინ როდესაც აღნიშნულ ბრიფინგს 4 დეპუტატი არ ესწრებოდა.

სრულიად გამაოგნებელი იყო იმ რაიონული ორგანიზაციის მიერ გაკეტებული განცხადება ნიკა მელიას მხარდაჭერის თაობაზე, იმ მელიაზე, რომლეიც რაიონულ ორგანიზაციაში წელიწად ნახევარზე მეტი არ ყოფილა. მელიას არ ავქს კომუნიკაცია მათ შორის იმ ადამიანთან, რომელმაც მისი ნმხარდამჭერი განცხადება გააკეთა. აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა, რომ როდესაც რაიონული ორგანიზაციის სახელით ხდება განცხადების გაკეთება, ეს არ მგონია სწორი ტონი, მაშინ როდესაც 4 დეპუტატი აქ არ იდგა. მე პირადად მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილს, მხარს ვუჭერ ბრძლას და მოქმედებას, რომელიც არ გვინახავს ბოლო წლებია მოქმედი თავმჯდომარის მხრიდან“, - ამბობს თათია ნიკოლაშვილი.

რაც შეეხება ნიკა მელიას ფლანგს, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ თათია ნიკოლაშვილი პარტიის წევრიც კი არ არის დარომ ის, მხოლოდ საკრებულოს წევრია.
 

მსგავსი სიახლეები