ვაქცინაციიდან ორ დღეში გარდაცვლილი 67 წლის კაცი - რა მოხდა თბილისში

04.05.21 11:13
ვაქცინაციიდან ორ დღეში გარდაცვლილი 67 წლის კაცი - რა მოხდა თბილისში

ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა თბილისში მცხოვრები 67 წლის მიხეილ გელაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. "ტვ პირველთან" გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე დღის წინ გაიკეთა.

იმუნიზაციიდან ორ დღეში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და საკუთარი სახლის ეზოში გარდაიცვალა. 

"პირველების" ინფორმაციით, მამაკაცს ასთმა აწუხებდა. გარდაცვლილის ოჯახი კომენტარს არ აკეთებს. გელაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზს კი ექსპერტიზა დაადგენს.