ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან

04.05.21 13:00
ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან

მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან - შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის, თქმით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

 

მსგავსი სიახლეები