6 მაისს საქართველოში ,,ასტრაზენეკას" 43 ათასი დოზა შემოვა

04.05.21 12:59
6 მაისს საქართველოში ,,ასტრაზენეკას" 43 ათასი დოზა შემოვა

6 მაისს საქართველოში  AstraZeneca-ს  43 ათასი დოზა შემოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება, დღეს დავიწყეთ "სინოფარმით" ვაქცინაცია, როგორც მოგეხსენებათ გრძელდება 55 წელს ზემოთ პირების ვაქცინაცია AstraZeneca-თი, 6 მაისს ჩამოვა ქვეყანაში  AstraZeneca-ს   დამატებითი დოზები, რაც მოხმარდება უკვე აცრილი მოქალაქეების მეორედ აცრას და დარჩება კიდევ ახალი ვაქცინები ჩასატარებლად," - თქვა გაბუნიამ. 

დღევანდელი მონაცემებით, AstraZeneca-ს  ვაქცინით აცრილია 25 461 ადამიანი და დაჯავშნილი აქვს კიდევ 10 ათას ადამიანს.

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით ჯამში  45 344 ადამიანია აცრილი.

მსგავსი სიახლეები