წინასწარი ინფორმაციით, არ შეესაბამება სინამდვილეს - გამყრელიძე გარდაცვლილ კაცზე

არ ემთხვევა ერთმანეთს ის გვარი და სახელი და, რასაც თქვენ ბრძანებთ, და აცრის შემდგომი გარდაცვალება - ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, 67 წლის მამაკაცის გარდაცვალებას:
ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას ბაზებით. წინასწარი ინფორმაციით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს... დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის როგორც იმუნიზაციის, ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულების ბაზები, ასევე დაბადება-გარდაცვალების ბაზები, წინასწარი რაც მაქვს ინფორმაცია, არ მინდა, რომ შემეშალოს, სახელი და გვარი ორი ადამიანის ემთხვევა, ერთი არის აცრილი, მეორე სამწუხაროდ, გარდაცვლილია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებია, აცრილი, როგორც მეუბნებიან, ჩვეულებრივად არის"- თქვა გამყრელიძემ.
თბილისში მცხოვრები 67 წლის კაცი გარდაიცვალა და მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცმა რამდენიმე დღით ადრე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა