კორონავირუსის რეკორდული რიცხვი ინდოეთში - 24 საათში დაღუპულია 3 780 ადამიანი

05.05.21 10:09
კორონავირუსის რეკორდული რიცხვი ინდოეთში - 24 საათში დაღუპულია 3 780 ადამიანი

ინდოეთში კორონავირუსს კიდევ 3 780 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 096 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაინფიცირებულთა  რიცხვი გაცილებით მეტია, თუმცა სრულყოფილად მოსახლეობის ტესტირება ვერ ხდება. 

ინდოეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ჟანგბადის აპარატების დეფიციტი არ არის, თუმცა  პრობლემები ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არსებობს.

მსგავსი სიახლეები