ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, შეიძლება, ინდოეთზე უარესი მივიღოთ - ვატო სურგულაძე

05.05.21 13:05
ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, შეიძლება, ინდოეთზე უარესი მივიღოთ - ვატო სურგულაძე

პარტია "ლელოს" წევრი, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, ვატო სურგულაძე, ამბობს, რომ ქვეყანაში კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრის ნიშნულს მიუახლოვდა. სურგულაძის ინფორმაციით, თბილისის კლინიკებში ადგილები აღარ არის, რის გამოც პაციენტები სხვა ქალაქებში გადაჰყავთ. 

თბილისიდან პაციენტები გადაჰყავთ რუსთავში და უფრო შორს დისტანციებზე, რადგან თბილისი ვეღარ იტევს პაციენტებს, ზუსტად ისე ვართ, როგორც 2020 წლის ნოემბერში ვიყავით, არაფერი შეცვლილა, არ მოვმზადებულვართ, სიტუაცია მძიმეა, ინდოეთში ვაქცინაციას მაინც ახერხებენ,  ესეთი ტემპით თუ გაგრძელდა, შეიძლება, მივიღოთ ინდოეთზე უარესი სიტუაცია", - ამბობს ვატო სურგულაძე.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული -  2171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  24 კოვიდინფიცირებული  კი გარდაიცვალა. დღიური დადებითობის მაჩვენებელი  7,85%-ია, ბოლო 7 დღის -  6,27%-ია. 

მსგავსი სიახლეები