ვაქცინაცია არის მთავარი იარაღი, რაც ვერ გამოვიყენეთ - სოფო ჯაფარიძე

"მედგიდის" დამფუძნებელი, ექიმი სოფო ჯაფარიძე, ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდულად გაზრდილი მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის პროცესთან. ჯაფარიძის შეფასებით, ვაქცინაციის პროცესი საქართველოში წარუმატებლად წარიმართა.
სწორედ აქამდე მიგვიყვანა ვაქცინაციის ასე გვიან დაწყებამ და წარუმატებლად განვითარებამ, ვაქცინაცია არის მთავარი იარაღი კოვიდთან ბრძოლისთვის, რაც ჩვენ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ, ინფიცირებულთა რიცხვი უახლოვდება იმ ნიშნულს, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში. ვერ ვხედავ, რომ რაიმე შეიცვალა სამინისტროს მხრიდან მზაობის თვალსაზრისით", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული - 2171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 24 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,85%-ია, ბოლო 7 დღის - 6,27%.