მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი - თამარ გაბუნია

05.05.21 14:03
მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.

წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა ეს ზრდის ტენდენცია არის და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი “,- განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული  მაჩვენებელი-  2171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  24 კოვიდინფიცირებული  კი გარდაიცვალა. დღიური დადებითობის მაჩვენებელი  7,85%-ია, ბოლო 7 დღის -  6,27%.   

მსგავსი სიახლეები