სრულად ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული სტიმულების დაწესება განიხილება - თამარ გაბუნია

05.05.21 14:12
სრულად ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული სტიმულების დაწესება განიხილება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განცხადებით, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესება განიხილება. 

გარკვეული სტიმულების დაწესება სრულად ვაქცინირებული პირებისთვის განიხილება. ეს შეიძლება იყოს შეზღუდვებისგან გათავისუფლება, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა.  კონკრეტული პაკეტი მზადდება და ამაზე ნაადრევია საუბარი",- ამბობს თამარ გაბუნია. 

გაბუნიას თქმით, განიხილება ასევე ბიზნეს სექტორის წახალისებაც. 

საუბარია ბიზნესის წახალისებაზე იმისთვის, რომ მათ შექმნან ეპიდემიურად უსაფრთხო გარემო. აქ მთავარი აქცენტი გადავა იმაზე, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რომ კონკრეტული სასტუმრო, ან რესტორანი არის ვაქცინირებული პირებით დაკომპლექტებული და იქ ეპიდემიურად უსაფრთხო გარემოა და მიენიჭოს ეპიდემიურად უსაფრთხო სერტიფიკატი, ან რაღაც თვალსაჩინო ნიშანი", - თქვა გაბუნიამ. 

მსგავსი სიახლეები